Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსების თავდასხმის შემდეგ ხარკოვზე კონტროლი დაიბრუნა


27 თებერვალს, ნაშუადღევს უკრაინამ დაიბრუნა სრული კონტროლი ქალაქ ხარკოვზე, რომელიც რუსების თავდასხმის ობიექტი იყო. ხარკოვი იყო სამიზნე საჰაერო თავდასხმის, 27 თებერვლის დილას ქალაქში შევიდა რუსული სახმელეთო სამხედრო ძალაც. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებდა, არ დაეტოვებინათ თავშესაფრები საომარი მოქმედებების დასრულებამდე.

ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, ქალაქიდან რუსი ჯარისკაცები განდევნილია და "ხარკოვი მთლიანად ექვემდებარება კონტროლს."

ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".

რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG