Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმაში შეაქეს საქართველოს ხელისუფლება „პრაგმატიზმისთვის“


კონსტანტინე ზატულინი.
კონსტანტინე ზატულინი.

რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი Gazeta.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში აქებს საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის გამო.

„ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების პრაგმატიზმს. მათ ესმით, რომ მათი ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთვის სანქციების დაწესება იგივეა, რაც საკუთარი თავის დამატებითი შესაძლებლობების წართმევა“, - განაცხადა ზატულინმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უარს ამბობს, საქართველო შეუერთდეს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ საერთაშორისო სანქციებს. ღარიბაშვილის მტკიცებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საკუთარი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების ტოლფასია. ეს პოზიცია ქვეყანაში ბევრისთვის მიუღებელია. საზოგადოების ნაწილი მოითხოვს საქართველომ ხმამაღლა დაუჭიროს მხარი უკრაინას.

XS
SM
MD
LG