Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, ჯაშუშობის ბრალდებით, გაეროდან აძევებს 12 რუს დიპლომატს


გაეროში რუსეთის დიპლომატიური მისიის 12 წევრს აშშ-მა 7 მარტამდე წასვლის ბრძანება მისცა და მათ ბრალი დასდო ჯაშუშობაში ჩართულ "დაზვერვის მუშაკებად" ყოფნაში.

გაეროში აშშ-ის მისიის პრესმდივნის განცხადებით, დიპლომატებმა, რომლებსაც წასვლა უბრძანეს, "ბოროტად გამოიყენეს აშშ-ში ცხოვრების პრივილეგია, ჯაშუშურ ქმედებებში ჩართვით, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს".

მისიის თქმით, გაძევების პროცესი "რამდენიმე თვეა მზადდება" და შესაბამისობაშია აშშ-ის, როგორც მასპინძელი ქვეყნის და გაეროს შეთანხმებასთან.

დიპლომატების გაძევების ცნობა პირველად დაადასტურა აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რიჩარდ მილსმა - როგორც მან უშიშროების საბჭოს უთხრა, დიპლომატებს წასვლა უბრძანეს იმისთვის, რომ "მათ ზიანი არ მიაყენონ მასპინძელი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს".

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ ამ აქტს უწოდა გაეროსა და აშშ-ის შეთანხმების და დიპლომატიური კავშირების შესახებ ვენის კონვენციის "უხეში დარღვევა". ნებენზიამ დიპლომატების გაძევებას უწოდა "მტრული ნაბიჯი" და თქვა, რომ მოსკოვი "სრულად უარყოფს" აშშ-ის განცხადებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG