Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: როცა ტყვეობაში ვარ, ეს რუსეთის მიერ დარტყმის ალბათობას ზრდის


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა ზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოში ომის დაწყების ალბათობას. ასე გამოეხმაურა სააკაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ის ბრალდებულის სტატუსით მიიყვანეს სხდომაზე, რომელზეც სახელმწიფო თანხების გაფლანგვის, ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება.

"ის, რომ მე ტყვედ ვყავარ საქართველოში აყვანილი, ეს ყველამ კარგად გავიაზროთ, რამდენად ზრდის საქართველოზე რუსეთის მიერ დარტყმის ალბათობას - არასოდეს არ შემშლია ჩემი პროგნოზები.

იმიტომ რომ აქამდე, სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი მაგათი [სიტყვა არ ისმოდა] მტერი მთელ რეგიონში. ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო, თუ არ ვიცი რა ჰქვია, [ადგილს] ჩვენს პრეზიდენტს. ამიტომ, როგორ შეიძლება მიხაროდეს ომი, როდესაც პირველი რაც დაიბომბა, მაგალითად, ოდესის ოლქში, არის ჩემი აშენებული გზა - სიყვარულით და რუდუნებით აშენებული გზა, რომელიც ევროკავშირთან აერთიანებს უკრაინას", - თქვა სააკაშვილმა.

მეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

XS
SM
MD
LG