Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობის აქცია გორში - „საქართველოს ადგილი ევროკავშირშია"


გორი

გორის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართეს.

„ვაპროტესტებთ ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. საქართველოს ადგილი ევროკავშირში და ნატოშია“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა აქტიურად დააფიქსირონ საქართველოს პროდასავლური კურსის შესახებ.

,,აქცია სოციალური ქსელით დავაანონსე მე, როგორც საქართველოს ერთმა რიგითმა მოქალაქემ. პირველ რიგში, ბუნებრივია, თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ საქართველოს მთავრობის და ჩვენი პოზიცია მკვეთრად განსხვავებულია და პარალელურად, მოვითხოვთ, უკრაინასთან ერთად, დაიწყოს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების განხილვაც", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა მინდია გოდერძიშვილმა.

გორის გარდა უკრაინის სოლიდარობის აქცია კასპშიც გაიმართა.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG