Accessibility links

site logo site logo

ნობელის პრემიის 163-მა ლაურეატმა მოაწერა ხელი უკრაინის მხარდამჭერ ღია წერილს


ნობელის პრემიის 163-მა ლაურეატმა მოაწერა ხელი ღია წერილს უკრაინის დასახმარებლად „რუსეთის აგრესიის პირობებში“. მათ შორისაა რუსული წარმომავლობის მხოლოდ ერთი მეცნიერი - ფიზიკოსი ანდრეი გეიმი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს.

წერილი რუსულად გამოქვეყნდა. უკრაინაში შეჭრა მასში შედარებულია 1939 წელს პოლონეთზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმასთან, რომლის დროსაც „მსგავსი ხრიკები და ყალბი პროვოკაციები“ იქნა გამოყენებული, ასევე 1941 წელს საბჭოთა კავშირზე თავდასხმასთან. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება „რუსეთის ფედერაციის მთავრობას პრეზიდენტ პუტინის ხელმძღვანელობით“. „არ გვჯერა, რომ რუსეთის ხალხი თავის როლს თამაშობს ამ აგრესიაში“, - ნათქვამია წერილში.

მიმართვის ავტორები რუსეთს მოუწოდებენ, „შეწყვიტოს უკრაინაში შეჭრა და უკრაინიდან თავისი ჯარები გაიყვანოს“. ისინი ასევე თანაგრძნობას გამოუხატავენ კონფლიქტში ყველა დაღუპულის ოჯახებს, როგორც სამოქალაქო პირებისას, ისე რუსეთისა და უკრაინის სამხედროებისას.

გეიმის გარდა წერილის ხელმომწერთა შორის არ არიან ნობელის პრემიის სხვა რუსი ლაურეატები, მათ შორის არც სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი და არც „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG