Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა და პროდუქტების შეგროვება დაიწყო


თბილისის მერიამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ანგარიში გახსნა, რომელზეც თანხის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ, ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას. ქართველებს ნამდვილად არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გაგრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით", - თქვა ქალაქის მერმა 3 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება სახაზინო კოდის გამოყენებით: 300778800; დანიშნულებაში უნდა მიეთითოს - უკრაინისთვის.

თბილისის მერიის ინიციატივითვე დაიწყება პროდუქტების შეგროვება უკრაინაში გასაგზავნად. ამისთვის კონკრეტული ფართი გამოიყოფა ბელიაშვილის N5-ში, სადაც უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარების მიღება 4 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG