Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შავი ზღვის სანაპიროსთან ესტონეთის სატვირთო გემი ჩაიძირა აფეთქების შედეგად


საფრანგეთის ფრეგატა ოდესის ნავსადგურთან. 2021 წლის 24 დეკემბერი.
საფრანგეთის ფრეგატა ოდესის ნავსადგურთან. 2021 წლის 24 დეკემბერი.

ესტონეთის საზღვაო სააგენტო იტყობინება, რომ უკრაინის სანაპიროსთან აფეთქების შედეგად ჩაიძირა მის დაქვემდებარებაში მყოფი სატვირთო გემი.

საზღვაო სააგენტო „ვისტას“ თანახმად, ინციდენტი მოხდა 3 მარტს უკრაინის სანავსადგურო ქალაქ ოდესასთან. არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია აფეთქება. სააგენტოს წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით, Reuters-ი იტყობინება, რომ ეკიპაჟის ორი წევრი მაშველებმა გადაარჩინეს გემის მახლობლად, სხვა ოთხი წევრი დაკარგულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG