Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Airbnb-ი აჩერებს მუშაობას რუსეთსა და ბელარუსში


უძრავი ქონების გაქირავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა წყვეტს მუშაობას რუსეთსა და ბელარუსში. ამ გადაწყვეტილების შესახებ AIRBNB-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ჩესკიმ "ტვიტერზე" დაწერა 4 მარტის დილას.

AIRBNB-მ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ასევე მიიღო გადაწყვეტილება, 100 000 უკრაინელ დევნილს უფასოდ შესთავაზოს ღამის გასათევი იმ ქვეყნებში, სადაც უკრაინიდან დევნილების დიდი ნაკადია: პოლონეთში, უნგრეთში, გერმანიასა და რუმინეთში.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინაში ომის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესეს. უკრაინა თვლის, რომ ასეთივე სიმკაცრის სანქციებს უნდა დაექვემდებაროს ბელარუსიც, ამ ქვეყნის ხელისუფლების რუსეთთან მოკავშირეობის გამო.

XS
SM
MD
LG