Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს, უკრაინის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმაროს


საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, უკრაინელ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დროებით, ვითარების გამოსწორებამდე, საქართველოში განთავსება შესთავაზოს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების დროს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია.

"საომარი ვითარებისას ყველაზე მეტად, სწორედ, ბავშვებს, მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას ემუქრება საფრთხე... სახალხო დამცველი უერთდება ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელის მოწოდებას უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მყოფ ბავშვთა უფლებების მყისიერი დაცვისკენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შესთავაზოს უკრაინის მთავრობას მზრუნველობამოკლებული ბავშვების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა და დროებით ზრუნვის ფორმაში განთავსება მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სანამ მათ სამშობლოში უსაფრთხო გარემო არ შეიქმნება. ომბუდსმენის სამსახური მზადაა ჩაერთოს დროებითი მიმღები ოჯახების მოძიება/შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე, გამოკვეთილი საჭიროებისამებრ, მრავალმხრივი მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით.

უკვე მეცხრე დღეა რუსეთის არმია უკრაინაში საომარ მოქმედებებს ატარებს - ნადგურდება საცხოვრებელი სახლები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული შენობები. ამ სამხედრო აგრესიის გამო ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპება, მათ შორის ბავშვებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG