Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატო უკრაინაში არ შექმნის ფრენისთვის აკრძალულ ზონას და არ გაგზავნის იქ თავის ჯარებს


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ შექმნის ფრენისთვის აკრძალულ ზონას უკრაინაში და არ გაგზავნის იქ თავის ჯარებს. მაგრამ მან პირობა დადო, რომ სხვაგვარად დაეხმარება კიევს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაში ინტერვენცია.

„ეს პრეზიდენტ პუტინის ომია, რომელიც მან გადაწყვიტა, დაგეგმა და რომელსაც ის აწარმოებს მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ომი, უპირობოდ გაიყვანოს ყველა ჯარი და ნამდვილ დიპლომატიაში ჩაერთოს“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა თქვა, რომ „ალიანსი შეთანხმდა, ნატომ არ განათავსოს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში და ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე.“

სტოლტენბერგის თქმით, „ამავე დროს ჩვენ, ნატოს ალიანსის წევრებს გვაქვს პასუხისმგებლობა, ხელი შევუშალოთ ამ ომის ესკალაციას უკრაინის ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ეს კიდევ უფრო სახიფათო იქნებოდა და ადამიანების კიდევ უფრო დიდ მსხვერპლს მოიტანდა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG