Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში შეგროვებული ჩურჩხელა უკრაინაში გაიგზავნა


სოციალური აქციის, „შეაგროვე ჩურჩხელა განსაცდელში მყოფი უკრაინელი ძმებისათვის“, ფარგლებში კახეთში 5000-მდე ჩურჩხელა შეგროვდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაია მამულაშვილის თქმით, ჩურჩხელები დაფასოვდა, შეიფუთა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით უკრაინაში გაიგზავნა. კახეთში სამოქალაქო ორგანიზაციებმა სოციალური აქცია მას შემდეგ წამოიწყე, რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.

„თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა განსაცდელშია. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში ათასობით ადამიანი, ქალები და ბავშვები თავს აფარებენ რუსეთის აგრესიას! იბომბება სახლები და სამოქალაქო ობიექტები! საჭიროა ჩვენი ისტორიისა და მემკვიდრეობის გაზიარება ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ხალხისათვის!" - ამბობს მამულაშვილი.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG