Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის თქმით, მზადდება უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდი


უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ბელოვეჟში. 3 მარტი.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილაპარაკა უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მზადების შესახებ. მანამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა უკვე შაბათს გაიმართოს.

ბრიფინგზე უკრაინელმა ჟურნალისტებმა გააკრიტიკეს პოდოლიაკი იმის გამო, რომ მან რუსული დელეგაციის წარმომადგენლებს ხელი ჩამოართვა. „მოდით, კი ნუ ვითამაშებთ, არამედ შედეგს მივაღწიოთ. წარმოიდგინეთ, მივედი მოლაპარაკებებზე და ვუთხარი [რუსეთის მხარეს]: ‘ბიჭებო, თქვენ მკვლელები ხართ’, გავტრიალდი და წამოვედი. თქვენ მე მადლობას მეტყვით“, - თქვა უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა.

3 მარტს რუსეთისა და უკრაინის მხარეებს შორის ბელარუსში, ბელოვეჟის ტევრში, გაიმართა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელზეც მიღწეულ იქნა „ურთიერთგაგება“ ყველაზე გააფთრებული ბრძოლების არეალებიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფის შესახებ. მოლაპარაკებების დაწყებამდე სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, როგორ ართმევენ მოლაპარაკებების მონაწილეები ერთმანეთს ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG