უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ომის დანაშაული უწოდა რუსეთის თავდასხმას ატომურ ელექტროსადგურზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში.
"ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის მიტანა ომის დანაშაულია", - წერს საელჩო განცხადებაში და დასძენს: "პუტინის მიერ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნა კიდევ უფრო აღრმავებს მის ტერორის მმართველობას".
რუსეთის ჯარი ატომურ ელექტროსადგურს პარასკევს დაეპატრონა, შეტევით, რომლის შედეგადაც ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა და მცირე ხნით აღიძრა შიში მოახლოებული ატომური კატასტროფის შესახებ. ხანძარი ჩააქრეს და რადიაციას არ გამოუჟონავს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნაბიჯებს "ბირთვული ტერორიზმი" უწოდა და გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედებისკენ მოუწოდა უკრაინის ბირთვული ობიექტების დასაცავად.