Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული „აეროფლოტი“ 8 მარტიდან აჩერებს ყველა საერთაშორისო ფრენას


რუსეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Aeroflot Airlines-მა განაცხადა, რომ 8 მარტიდან დროებით აჩერებს ყველა საერთაშორისო ფრენას.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „დამატებითი გარემოებების გამო, რომლებიც აფერხებს ფრენების შესრულებას“, - აცხადებენ კომპანიაში.

რუსული მედიის თანახმად, შეზღუდვები ასევე შეეხება „როსიას“ და „ავრორას“ ავიახაზების საერთაშორისო მიმართულებებს.

ფრენების შეჩერების რეკომენდაცია რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ „როსავიაციამ“ მისცა.

XS
SM
MD
LG