Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუცერნის ფესტივალმა რუს პიანისტს, მაცუევს, მოწვევა გაუუქმა


პიანისტი დენის მაცუევი
პიანისტი დენის მაცუევი

ლუცერნის კლასიკური მუსიკის ფესტივალმა მოწვევა გაუუქმა რუს პიანისტს, დენის მაცუევს. იგივე, უფრო ადრე, გააკეთა რუსი დირიჟორის, ვალერი გერგიევის მიმართაც.

პიანისტი არ გაემიჯნა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, განაცხადა ორგანიზატორმა, მიხაელ ჰეფლინგერმა.
"წარსულში მისი პოლიტიკური მიდრეკილებების გათვალისწინებით, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო", თქვა ჰეფლინგერმა.

ფესტივალის განცხადებით, მან რამდენიმე დღე მისცა მაცუევს თავის გადაწყვეტილებაზე დასაფიქრებლად.

პიანისტის შემცვლელის შესახებ, რომელიც ლუცერნის ფესტივალის ორკესტრთან ერთად დაუკრავს, მოგვიანებით იქნება გამოცხადებული.
ლუცერნის ფესტივალი, რომელიც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალად ითვლება, 9 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG