აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს დატოვონ დაუყოვნებლივ რუსეთის ფედერაცია. მსგავსი მოწოდება თვისი მოქალაქეებისადმი გაავრცელა კანადამ.
აშშ ამერიკელებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია დევნა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, ასევე არსებობს ფულად სახსრებზე წვდომის უქონლობის საფრთხე.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს და საკონსულოების საიტზე გამოქვეყნებულია მოწოდების და რჩევების ტექსტი, სადაც აშშ მიმართავს თავის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ რუსეთში ამ ქვეყნის არმიის უკრაინაზე თავდასხმის გამო.
საელჩოს განცხადებით, რუსეთში მოსალოდნელია აშშ-ის მოქალაქეების მიმართ დევნა უშიშროების სამსახურების მხრიდან, შეზღუდულია საელჩოს შესაძლებლობები, დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, არსებობს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება კოვიდ-19-ის გამო შეზღუდვებს, ზოგიერთ არეალში არის ტერორიზმის საფრთხე, შეზღუდულია ფრენა და მოსალოდნელია ადგილობრივი კანონების თვითნებური გამოყენება.
ამ მიზეზების გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი და ამცნობს მათ, რომ არის ჯერ კიდევ ავიარეისების შეზღუდული რაოდენობა რუსეთიდან გასამგზავრებლად.
ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების გამო, შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკრედიტო ბარათების გამოყენება.
სახელმწიფო დეპარტამენტი საგანგებოდ აფრთხილებს თავის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მიზნად აქვთ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ჩავიდნენ, ან უკვე იქ იმყოფებიან, რომ ვითარება იქ სახიფათო და არაპროგნოზირებადია.
ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ არ ჩავიდნენ რუსეთის სამხრეთის რეგიონებში, როგორიცაა ჩეჩნეთი და იალბუზის მიმდებარე რეგიონი, ტერორიზმის, ადამიანების გატაცების და სამოქალაქო არეულობის საფრთხის გამო. აშშ-ის მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა საგანგებო ვითარებაში დახმარება გაუწიოს ამერიკის მოქალაქეებს, თუ ისინი ყირიმს ეწვევიან, რადგან აშშ-ის სამთავრობო მოხელეებს არ აქვს უფლება ჩავიდნენ ყირიმში. უკრაინის ეს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ოკუპაციურ ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამიტომ აშშ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, ნუ ჩავლენ ყირიმში.
28 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნება დართო დაეტოვებინა რუსეთი საელჩოს იმ პერსონალს, რომელსაც არ აკისრია განსაკუთრებული დავალება და მათი ოჯახის წევრებს.
კანადამ თავის მოქალაქეებს მიმართა, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა რუსეთიდან გაფრენისა და დაუყოვნებლივ დატოვონ ქვევანა, რადგან უსაფრთხოების ვითარება არაპროგნოზირებადია და შეიძლება გაუარესდეს. ამასთან, კანადის ხელისუფლებას შეიძლება შეეზღუდოს თავისი მოქალაქეების მხარდაჭერის წესაძლებლბა, წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამგზავრო გზამკვლევში.
კანადამ სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, მკაცრი კანონები დაუწესა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
დაწერეთ კომენტარი