Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 1700 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 28 ადამიანი


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 700 ახალი, დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა სულ 1 625 372-ა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 366 პირი ემსხვერპლა.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 572 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 002 პირი,

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.76%

ბოლო 14 დღის მანძილზე ეს მაჩვენებელი იყო 20.84%, ხოლო ბოლო 7 დღის მანძილზე - 17.49%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 204, ქვემო ქართლი - 74, შიდა ქართლი - 85, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 90, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 54 447 საიდანაც, 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 938, აჭარაში - 221, იმერეთში - 510. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 75, იმერეთში - 122. 51 988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

რაც შეეხება ვაქცინაციას:

6 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 825 833 აცრა.

მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 351 828 ადამიანი, 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 47.0%.

სრულად ვაქცინირებულია 1 248 790 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.5%.

"ბუსტერ დოზით" აცრილია - 222 408.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 050 (2.28%), სრულად აცრილია - 3 177 (1.79%).

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 532(15.45%), სრულად აცრილია - 11 091 (13.68%). 5 მარტს ჩატარდა 550 აცრა.

XS
SM
MD
LG