"შევქმენით გვერდი რუსი სამხედრო ტყვეების მონაცემების შესახებ - სახელად „ოკუპანტი“, - იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.
ამ ვებგვერდზე თავს მოიყრის ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების შესახებ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვლიდან შეიჭრნენ.
უწყების ცნობით, პორტალის გამოყენება შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს, კერძოდ, ჯარისკაცების ოჯახებს ან მათ ნაცნობებს პატიმრების მდგომარეობისა და ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამავე პორტალის მეშვეობით, რუსი სამხედრო ტყვეების ნათესავები შეძლებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.
,,ხაზს ვუსვამთ, რომ რუს სამხედროებს ექცევიან სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ კონვენციის (ჟენევის კონვენციის) შესაბამისად, ისინი უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ტანსაცმლით, მკურნალობით. ნორმალურ პირობებში იმყოფებიან“, -აცხადებენ უწყებაში.
დაწერეთ კომენტარი