Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა


რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. როგორც მათ უთხრეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, "რუსეთთან ბრძოლაში და მის დასამარცხებლად სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია."

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის 2 საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული, მის წინააღმდეგ სასამართლო განხილვები კიდევ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG