Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ რკინიგზაზე მოძრაობა შეჩერებულია


უკვე რამდენიმე საათია საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილის დამაკავშირებელ რკინიგზაზე მოძრაობა შეჩერებულია. მიზეზი გამთენიისას სადგურ მარელისთან (იმერეთის რაიონი) ჩამოწოლილი მეწყრის გამო შექმნილი შეფერხებაა.

​მეწყერმა რკინიგზაზე გადებული ხიდი ჩამოშალა და მატარებლის მოძრაობა შეუძლებელია.

"დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი. მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია", - აცხადებენ რკინიგზაში.

კომპანიის ინფორმაციით, ახლა ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს და ცდილობს დაზიანებული ნაწილის აღდგენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG