Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი მოკავშირეები აპირებენ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესონ, ნავთობის იმპორტის აკრძალვისგან ჯერ თავს იკავებენ


აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტად დასჯიან უკრაინაში შეჭრის გამო - იუწყება თეთრი სახლი 7 მარტს.

მაგრამ რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვა ჯერჯერობით რეალისტური არ ჩანს, მიუხედავად აშშ-ის კანონმდებლების მხრიდან ზეწოლისა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობას შემოსავლის ეს წყარო უნდა გადაეკეტოს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ერთმანეთს ვიდეოკონფერენციაზე ესაუბრნენ 7 მარტს და "კიდევ ერთხელ განაცხადეს თავიანთი მიზანდასახულობა, რუსეთს კვლავ გაეზარდოს საფასური, რომელსაც ის იხდის უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის გამო", - აცხადებს თეთრი სახლი. თუმცა განცხადებაში არ არის ნახსენები რუსეთის ნავთობის და გაზის იმპორტის აკრძალვა, რაც განსაკუთრებით მტკივნეული ნაბიჯი იქნება გერმანიისთვის, რუსეთის გაზზე მისი დამოკიდებულების გამო.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის თქმით, ამ საკითხზე შიდა დისკუსიები მიმდინარეობს, მაგრამ ბაიდენს ჯერ არ მიუღია აკრძალვის გადაწყვეტილება.

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდერ ნოვაკი გამოდის გაფრთხილებით, რომ ამგვარ აკრძალვას "კატასტროფული" შედეგები მოჰყვება გლობალური ბაზრისთვის და ის გამოიწვევს ფასების ქაოსურ ზრდას.

XS
SM
MD
LG