Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ხარკოვთან მოკლეს


ვიტალი გერასიმოვი

ქალაქ ხარკოვთან რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის, ვიტალი გერასიმოვის მკვლელობის შესახებ იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

„მორიგი დანაკარგი ოკუპანტი ქვეყნის უმაღლეს სამეთაურო შტაბში. ხარკოვთან ახლოს გამართულ ბრძოლაში ლიკვიდირებულია ვიტალი გერასიმოვი - რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, შტაბის უფროსი და რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე", - აცხადებს სამმართველო.

ვიტალი გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომსა და სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაში. დაჯილდოებული იყო მედლით „ყირიმის დაბრუნებისთვის".

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG