მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაწევას. 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების პაკეტს დაემატება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და ნიდერლანდის და შვედეთის მიერ მობილიზებული 489 მილიონი დოლარი. გადაუდებელი დახმარების საერთო მოცულობა 723 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
მსოფლიო ბანკის განმარტებით, ეს თანხა უკრაინის მთავრობას დაეხმარება მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების გაწევაში, მათ შორის, სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასის გადახდასა და პენსიების გაცემაში.
24 თებერვლიდან უკრაინა უმკლავდება რუსეთის მიერ დაწყებულ ომს, რომელმაც მასშტაბური ზიანი მიაყენა უკრაინის ეკონომიკასაც.
დაწერეთ კომენტარი