Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ ძიუდოისტის ცემის საქმეზე


გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტში. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

გამოძიება გიგი უგულავას ედავებოდა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ ძალადობას.

მოსამართლის განმარტებით, კონფლიქტის არსებობას ორივე მხარე ადასტურებს და ფიზიკური დაპირისპირებისას ურთიერთდარტყმებსაც ორივე მხარე ადასტურებს, თუმცა სასამართლოს არ ჰქონია საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომელი მხარის ვერსია იყო სიმართლესთან უფრო ახლოს.

ინციდენტი, რომელზეც სასამართლო მსჯელობდა, თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული იყო გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG