Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო უარყოფს ცნობას, რომ თანამშრომლებს უკრძალავს უკრაინის ომს "ომი" უწოდონ


გაერომ უარყო მედიით გავრცელებული ცნობა, რომ თავის თანამშრომლებს უკრძალავს სიტყვების, "ომი" და "შეჭრა", გამოყენებას უკრაინაში მიმდინარე ომის აღსაწერად.

გამოცემამ The Irish Times, გაჟონილ წერილზე დაყრდნობით, დაწერა, რომ გაეროს თანამშრომლებს ურჩევენ გამოიყენონ სიტყვები "კონფლიქტი" და "სამხედრო შეტევა".

ამ ცნობებს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და დაწერა, რომ ეს გაეროს რეპუტაციას უქმნის საფრთხეს.

ამის შემდეგ გაეროს პრესცენტრის მაღალჩინოსნებმა უარყვეს მედიაში გავრცელებული ცნობები და მათ სიყალბე უწოდეს.

"მსოფლიოს გარშემო ჩვენს თანამშრომლებს ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ გარკვეული სიტყვების გამოყენებისგან თავის შეკავებაზე", - ამბობს მელისა ფლემინგი, რომელიც გაეროს გლობალურ პრესცენტრს ხელმძღვანელობს და რომელიც ამ განცხადებით კულებას გამოეხმაურა "ტვიტერზე'.

რუსეთის ხელისუფლება სამართლებრივად დევნის მოქალაქეებს და მედიას, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან. მედიასაშუალებები, რომლებიც ომს ომს უწოდებენ, სამთავრობო მარეგულირებელი ორგანოს მიერ იბლოკებიან, მოქალაქეებს ჯარიმას აკისრებენ არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG