Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტმა ბარენცის ზღვაში საარტილერიო სროლის გამოყენებით საზღვაო წვრთნა ჩაატარა


რუსული ფლოტის წვრთნა ბალტიის ზღვაში.

რუსული მედიის ცნობით, 10 მარტს წყალქვეშა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდ „ვლადიმირ გუმანენკოს“ ეკიპაჟმა, ჩრდილოეთის ფლოტის სხვა სანაპირო დაცვის გემებთან ერთად, ბარენცის ზღავში გამართა საზღვაო წვრთნა საარტილერიო სროლების გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავდა „მოწინააღმდეგის“ საჰაერო და საზღვაო მიზნების განადგურებას.

საბრძოლო-სასწავლო ამოცანების "წარმატებით შესრულების შემდეგ, გემი დაბრუნდება თავის ბაზირების ადგილზე, ქალაქ პოლიარნიში", - ნათქვამია ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარდლობის ცნობით, ნაღმსაწინააღმდეგო გემი „ვლადიმირ გუმანენკო“ ჩრდილოეთის ფლოტში ამ ფუნქციის ყველა დიდ ხომალდს წარმოადგენს და შორეულ ზღვებში სხვადასხვა ამოცანის შესრულების გარდა, გემი მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიო ომის დროს დარჩენილი ნაღმების აღმოჩენასა და გაუვნებლებაში.

ბოლო ხანს რუსეთი სულ უფრო ხშირად მართავს სხვადასხვა სახის წვრთნებს ბარენცის ზღვაში, რომელსაც რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატოსთან მზარდი დაპირისპირების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG