Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თანახმად, დაისაჯა საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანი


24 თებერვლის შემდეგ მოსკოვის რაიონულმა სასამართლოებმა 1300-ზე მეტი ადმინისტრაციული საქმე განიხილეს არასანქცირებული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

228 ადამიანი დაისაჯა ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, 1100 აქტივისტზე მეტს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, იტყობინება 10 მარტს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური.

მთლიანობაში სასამართლოებში 4350-ზე მეტი ადმინისტრაციული საქმე შევიდა. მასალების უდიდესი ნაწილი, რომლებიც განხილვის სტადიაშია, მხოლოდ ჯარიმის სახით სასჯელს ითვალისწინებს. ოქმები ძირითადად შედგა 16-დან 22 წლამდე ახალგაზრდების მიმართ.

რუსეთის მრავალ ქალაქში გამოდიან აქტივისტები უკრაინაში ომის საწინააღმდეგო პიკეტებზე, მიტინგებსა და მსვლელობებზე.

უფლებადამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს თანახმად, ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია 14 ათასამდე ადამიანი. მათგან 4700-ზე მეტი დააკავეს მხოლოდ კვირას, 6 მარტს, როცა გამოსვლები რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობდა. როგორც ვარაუდობენ, საქმე ეხება რუსეთის უახლეს ისტორიაში ერთ დღეში ყველაზე მეტი ადამიანის დაკავებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG