Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 მარტს ხარკოვის საცხოვრებელ უბნებს 89-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი


ხარკოვი

ხარკოვის საცხოვრებელი უბნების მისამართით 11 მარტს, რუსეთის სამხედრო ძალებმა 89-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომის შედეგად, ხარკოვი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია.

ამ დროისათვის ხარკოვში ჰუმანიტარული ტვირთი შეაქვთ. მათ შორის, საკვები პროდუქტი, წყალი, მედიკამენტები და თბილი ტანსაცმელი.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG