Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ადამიანი დაიღუპა სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას


გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

დაღუპულთა შორისაა 8 წლის ბავშვი. რაც შეეხება დაშავებულს, 9 წლის მოზარდმა ავარიის შედეგად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გორში, კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG