Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ავტოკრატი პრეზიდენტის შვილის გამარჯვებას ელიან


12 მარტს თურქმენეთში მიმდინარეობს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ფორმალობად მიიჩნევენ და რომლითაც, გავრცელებული ვარაუდით, პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცემა ავტოკრატი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის ვაჟს, სერდარს.
40 წლის სერდარ ბერდიმუხამედოვთან ერთად, კენჭს იყრის კიდევ რვა კანდიდატი - ყველა მათგანი პრეზიდენტის ერთგულ პირად არის ცნობილი, მათ არ მიიჩნევენ სერდარ ბერდიმუხამედოვის რეალურ მეტოქეებად.
არჩევნები მოჰყვა 64 წლის მოქმედი პრეზიდენტის მიერ 11 თებერვალს პარლამენტის ქვედა პალატისადმი მიმართვას, რომ აპირებდა გადადგომას და ძალაუფლების გადაცემას "ახალგაზრდა ლიდერებისთვის". ანალიტიკოსთა უმრავლესობამ ეს აღიქვა მის მზადებად პრეზიდენტობის გადასაცემად თავისი შვილისთვის, რომელსაც სექტემბერში შეუსრულდა 40 წელი - კონსტიტუციით განსაზღვრული მინიმალური ასაკი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრისთვის.
მეორე დღეს პრეზიდენტის მორჩილმა პარლამენტმა ვადამდელი არჩევნების დღე დანიშნა. სერდარ ბერდიმუხამედოვმა 15 თებერვალს გაიარა რეგისტრაცია პრეზიდენტობის კანდიდატად, და ის წარმოადგენს მმართველ, თურქმენეთის დემოკრატიულ პარტიას.
1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თურქმენეთში არც ერთი არჩევნები არ მიჩნეულა თავისუფლად და სამართლიანად უფლებადამცველი ჯგუფებისა და დასავლური სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG