Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელ ოჯახებს ბავშვების თბილისის ბაგა-ბაღებში მიყვანა შეეძლებათ


თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ოჯახებს შვილების ბაგა-ბაღებში მიყვანა მომავალი კვირიდან შეეძლებათ. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მათ რაიმე გადასახადის გადახდა არ მოუწევთ.

"უნდა გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ამ ოჯახებთან და აუხსნათ ეს ყველაფერი. ჩვენ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგებით, სანამ ამის საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში", - თქვა კახა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თბილისში გრძელდება უკრაინელი მოქალაქეების მხარდამჭერი პროგრამები, როგორიცაა: უფასო მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების სერვისებზე უფასო წვდომა.

უკვე ოცდაერთი დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG