Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხრეთში რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი მერი გაიტაცეს, რაც მოსახლეობამ გააპროტესტა


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი. დონეცკის რეგიონი. 6 მარტი

ხერსონის რაიონის ქალაქ სკადოვსკში 16 მარტს რუსმა სამხედროებმა ქალაქის მერი ალექსანდრე იაკოვლევი და მისი მოადგილე იური პალიუხი გაიტაცეს. ამის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა საკრებულოსთან აქციაზე შეიკრიბა, ხელისუფლების წარმომადგენლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნების მოთხოვნით. შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ტრანსლაცია აქტივისტმა არტემ კოსტიუჩენკომ განახორციელა.

"მხოლოდ სკადოვსკის საკრებულოდან რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს მერი ალექსანდრე იაკოვლევი და იური პალიუხი. ცენტრალურ მოედნებზე 12:00 საათზე მივდივართ", - დაწერა კოსტიუჩენკომ თავის ფეისბუკში.

მანამდე მართლმადიდებელი ეკლესიის ზაპოროჟიეს ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა სამხედროებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს მღვდელი, მამა ოლეგ ნიკოლაევი.

უფრო ადრე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქების - დნეპრორუდნისა და მელიტოპოლის მერები, ასევე დაკავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ანტირუსული საპროტესტო აქციების ორგანიზატორები.

მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი იყო პირველი, ვინც ოკუპანტებმა დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს მიმართა, დაეხმარონ ტყვეობიდან მათ გათავისუფლებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG