Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეეფარდა მოძალადეს, რომელიც "პალიტრანიუსის" ოპერატორს 6 ივლისს პარლამენტთან დაესხა თავს


ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე 6 ივლისს პარლამენტის წინ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ირაკლი ყავლაშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ყავლაშვილს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენი მოსამართლემ 17 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა.

პარლამენტთან “პალიტრანიუსის” ოპერატორ ბექა მშვილდაძეს 2021 წლის 6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი თავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხა. როგორც თავდასხმის შემდეგ ბექამ თქვა, მას თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ამ დღეს პარლამენტის წინ "მდუმარე აქცია" გაიმართა, როგორც პასუხი 5 ივლისს პრორუსული, ულტრაკონსერვატორული, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. 6 ივლისს რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის პარალელურად, რომელსაც "თბილისი პრაიდიც" შეუერთდა, იმართებოდა ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაც.

ბექა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG