Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია გაეროს მოუწოდებს, უკრაინაში ფრენისგან თავისუფალი ზონა გამოცხადდეს


უკრაინის მხარდამჭერი აქცია ვილნიუსში. 11 მარტი.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ვილნიუსში. 11 მარტი.

ლიეტუვის სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გაეროს მოუწოდებს, უკრაინის თავზე ფრენისგან თავისუფალი ზონა გამოცხადდეს.

დოკუმენტში ლაპარაკია, რომ ცის ჩაკეტვა შესაძლებელს გახდიდა სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფას. გარდა ამისა, დეპუტატების აზრით, ეს ნაბიჯი შესაძლებელს გახდის უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისა და ბირთვული ნარჩენების კონტროლს.

სეიმმა დემოკრატიული სახელმწიფოების პარლამენტებს მოუწოდა, მომავალშიც გაამწვავონ სანქციები მოსკოვისა და მინსკის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის მოქმედებებს.

დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის უსაფრთხოებაზე დამოკიდებულია ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებაც. სეიმს იმედი აქვს, რომ რეზოლუციას მხარს დაუჭერენ მსოფლიოს ქვეყნები და პირველ რიგში ნატოს წევრები.

რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, 24 თებერვალს შეიყვანა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე. კიევმა არაერთხელ სთხოვა ნატოს, ჩაკეტოს ქვეყნის თავზე საჰაერო სივრცე, რათა შეწყდეს დაბომბვა და რუსეთის ავიაციის იერიშები. მოსკოვი აცხადებს, რომ დარტყმებს ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები ცხადყოფს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სერიოზულ ნგრევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG