Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილო პოდოლიაკი: ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შეიძლება უახლოეს კვირებში გაიმართოს


ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. კოლაჟი
ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი. კოლაჟი

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შეიძლება უახლოეს კვირებში გაიმართოს, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა გამოცემა wp.pl-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, დღეისთვის რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები თავთავიანთ პოზიციებზე რჩებიან, სადავო საკითხების შეთანხმებას კი რამდენიმე დღიდან ერთ-ნახევარ კვირამდე შეიძლება დასჭირდეს. ამ ხნის განმავლობაში მხარეები უნდა მიუახლოვდნენ სამშვიდობო შეთანხმებას.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარისთვის არა აქვს მნიშვნელობა შეხვედრის ადგილს.

Financial Times-ის ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში წინსვლაა სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც 15 პუნქტისგან შედგება.

როგორც პოდოლიაკმა განაცხადა 16 მარტს, Financial Times-ის პუბლიკაციაში ასახულია მხოლოდ რუსეთის მოთხოვნები. მისი თქმით, უკრაინას საკუთარი პოზიცია აქვს ამ საკითხში. „ერთადერთი რამ, რასაც ვადასტურებთ ამ ეტაპზე, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე სახელმწიფოსგან“, - დაწერა პოდოლოიაკმა ტვიტერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG