Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვის ოლქის პროკურატურა: ქალაქ მერეფაში სარაკეტო იერიშს 21 სამოქალაქო პირი შეეწირა


ხარკოვის ოლქის პროკურატურის ცნობით, ქალაქ მერეფაში რუსეთის ჯარების სარაკეტო იერიშის შედეგად 21 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 25 დაიჭრა.

საარტილერიო თავდასხმა ადგილობრივი დროით 3:30-ზე მოხდა. დაინგრა სკოლა და კულტურის სახლი.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხარკოვის განყოფილებამ სასამართლო გამოძიება დაიწყო ომის კანონებისა და წესების დარღვევის ფაქტზე, სამოქალაქო მოსახლეობის გამიზნულ მკვლელობასთან დაკავშირებით. რუსეთის სამხედროებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ ესვრიან, იერიშის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯერაც არაა ზუსტად ცნობილი, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ქალაქ მარიუპოლში თეატრის დაბომბვას. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თეატრის შენობა 16 მარტს რუსეთის ავიადარტყმის შედეგად დაინგრა. მასში უსახლკაროდ დარჩენილი ლტოლვილები - ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ გუშინ არ დაუბომბავს მარიუპოლი.

როგორც იუწყებიან, მარიუპოლში 1000-მდე ადამიანი შეიძლება ყოფილიყო. გამოთქვამენ შიშს, რომ ბევრი მათგანი დაიღუპა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბომბსაფარმა გაუძლო ზემძლავრი ბომბის აფეთქებას და შენობის ნანგრევებიდან დაიწყეს ცოცხალი ადამიანების გამოყვანა. მაგრამ არ მოიპოვება ინფორმაცია იმის თაობაზე, დასრულდა თუ არა სამაშველო ოპერაცია, ვინაიდან ქალაქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები.

გაეროს თანახმად, მთლიანობაში უკრაინაში დაღუპულია 500-ზე მეტი სამოქალაქო პირი. ლაპარაკია ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებზე, რეალური რაოდენობა კი ბევრად მეტი შეიძლება იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG