Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორმულის" ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა


ტელეკომპანია „ფორმულის" ინფორმაციით, თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეარხის ჟურნალისტს, ოპერატორსა და მის ასისტენტს. გადამღები ჯგუფი იძულებული გახდა, ადგილი დაეტოვებინა.

ამ შემთხვევის შესახებ გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. „ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „ფორმულის" თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულამ" გაავრცელა კადრები, რომლებშიც ასახულია მოქალაქის დაკავება.

XS
SM
MD
LG