Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ამბობს, რომ 130 ადამიანია გამოყვანილი დაბომბილი მარიუპოლის თეატრის ნანგრევებიდან, მაგრამ "ასობით" კვლავ შიგნით რჩება


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 130-მდე ადამიანი გამოიყვანეს რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურებული მარიუპოლის თეატრიდან, მაგრამ ასობით კვლავ ნანგრევებშია დარჩენილი.

ზელენსკიმ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ სამაშველო ოპერაციები ადგილზე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები განაგრძობენ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის დაბომბვას.

"მარიუპოლის ასობით მცხოვრები კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება", - თქვა მან. თეატრის ბომბსაფარში ქალაქში ჩარჩენილი ასობით ადამიანი იყო მაშინ, როცა თეატრი 16 მარტს რუსულმა ჭურვებმა გაანადგურეს.

ოფიციალურ პირებს ჯერ არ უთქვამთ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად, განაცხადეს მხოლოდ ის, რომ ადამიანების უმეტესობა იმყოფებოდა ბომბსაფარში, რომელიც აფეთქებებს დაუზიანებლად გადაურჩა.

თავდასხმამ სამოქალაქო შენობაზე, რომლის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა - "дети" ანუ "ბავშვები"და რაც ცხადად ჩანდა ჰაერიდან, საერთაშორისო ზიზღის ტალღა გამოიწვია და გააძლიერა ზეწოლა რუსეთის (უკვე ცოტა დარჩენილ) მოკავშირეებზე - განსაკუთრებით, ჩინეთზე - დაგმონ მოსკოვის მიერ არასამხედრო ობიექტების მიზანმიმართული თავდასხმები ომის დროს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.

XS
SM
MD
LG