Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის რეისების განრიგს აქვეყნებს


უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

  • კიევი, დარნიცკის რკინიგზის სადგური:

01:00 - საქალაქთაშორისო + დარნიცია - ხარკოვი;
08:00 - საქალაქთაშორისო + დარნიცია - ლვოვი;
17:00 - საქალაქთაშორისო + დარნიცია - ლვოვი.

  • ხარკოვი:

08:00 - საქალაქთაშორისო + ხარკოვი - ლვოვი;
09:40 - №229 / 230 ხარკოვი - ივანო-ფრანკოვსკი;
13:00 - 39239/240 ხარკოვი - ლვოვი.

  • დნეპრი:

20:00 - №234 / 233 დნეპრი - ჩოპ.

  • კრამატორსკი:

13:00 - №263 / 264 კრამატორსკი - ლვოვი;
16:00 - №265 / 266 კრამატორსკი - ლვოვი.

  • ზაპოროჟიე:

16:05 - №225 ზაპოროჟიე - კოველი.

დამატებითი რეისები ასევე გაფრინდება ოდესიდან უჟგოროდის მიმართულებით 22:32 საათზე, კიევიდან ჩელმში 19:13 საათზე.

21 მარტს კი, საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ქართული მხარის მიერ დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები, რომელიც გავა უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით.

„შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები

ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უკრაინაში თითქმის 6,5 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა თავისი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, 3,3 მილიონმა ადამიანმა კი ქვეყანა დატოვა.

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესასა და ლვოვში განაგრძობენ 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG