Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენშტაბი: "გასული ღამის განმავლობაში განადგურდა 62 სამხედრო სამიზნე"


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 მარტს გამოაქვეყნა გასული ღამის შემაჯამებელი ცნობები, რომელთა მიხედვითაც:

  • რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური და არმიის ავიაციამ გაანადგურა უკრაინის 62 სამხედრო სამიზნე, მათ შორის სარაკეტო და საარტილერიო იარაღის ორი საცავი და ერთი სარაკეტო სისტმის პუნქტი;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ერთი უკრაინული ვერტმფრენი Ми-8 და 6 დრონი, მათ შორის 1 ბაიარაქტარი;
  • გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის სისტემამ იზიუმის მიდამოში ჩამოაგდო უკრაინული რაკეტა „ტოჩკა-უ“;
  • შავი ზღვიდან გაშვებულმა რაკეტებმა („კალიბრი“) გაანადგურა ნეჟინსკის სარემონტო ქარხნის საამქროები, სადაც უკრაინული ტექნიკის შეკეთება ხდებოდა;
  • კასპიის ზღვის აკვატორიიდან გაშვებულმა „კალიბრის“ რაკეტებმა, ასევე ჰიპერბგერითმა რაკეტებმა, რომლებიც გაშვებული იქნა ყირიმში მდებარე „კინჟალის“ საავიაციო სარაკეტო სისტემიდან, გაანადგურეს უკრაინის არმიის საწვავის და საპოხი მასალების შესანახი დიდი ბაზა მიკოლაივის ოლქის კონსტანტინოვკას რაიონში.
  • 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჟიმტომირში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სასწავლო ცენტრში, სადაც, მოსკოვის მტკიცებით, „უცხოელი დაქირავებულები“ იყვნენ განთავსებული.
  • უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან სულ განადგურებულია 207 დრონი, 1467 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 148 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 573 საველე არტილერია, ნაღმტყორცნები და 1262-ზე მეტი ავტომანქანა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ეს მონაცემები არ დაუდასტურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG