Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგების შესახებ


უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაახლა მონაცემები იმ დანაკარგების შესახებ, რომელიც, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმიამ განიცადა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ომის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგების სია ასე გამოიყურება:

  • 476 ტანკი
  • 1487 ჯავშანმანქანა
  • 230 ერთეული საარტილერიო სისტემა
  • 47 ერთეული სარაკეტო სისტემა
  • 44 ერთეული ჰაერსაწინააღმეგო სისტემის საშუალება
  • 96 თვითმფრინავი
  • 118 შვეულმფრენი
  • 947 ავტომობილი
  • 3 კატარღა
  • 60 საწვავის ავზი
  • 21 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 12 სპეციალური ტექნიკა

უკრაინის გენერალური შტაბი ასევე იტყობინება რუსული არმიის პერსონალის დანაკარგის - 14 000 - სახედრო მოსამსახურის შესახებ,

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს მონაცემები არ დაუდასტურებია. უწყებამ ადამიანური დანაკარგების შესახებ მხოლოდ ერთხელ - 2 მარტს გამოაცხადა, როცა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დროს 498 რუსი ჯარისკაცის დაიღუპვისა და 1597-ის დაჭრის შესახებ.

არადა, 2 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერალურმა და რეგიონულმა მედიაორგანიზაციებმა არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია ცალკეული ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ. მაგალითად, სახელმწიფო არხმა „კოსტრომამ“ მაყურებელს ამცნო, რომ დაიღუპა ხუთი ადგილობრივი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის სერგეი სუხარევი, კოსტრომას გვარდიის 331-ე საჰაერო სადესანტო პოლკის მეთაური.

20 მარტის უკრაინის გენერალურმა შტაბმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 331-ე პოლკის გაერთიანებული რაზმიდან, რომელიც მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში კიევის მიმართულებით, მხოლოდ ერთი სამხედრო მოსამსახურე გადარჩა ცოცხალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG