Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა ბელგიაში კარნავალზე მყოფ ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად


ავარიის ადგილი ბელგიაში

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ბელგიის სამხრეთში დილით, კარნავალის მონაწილეთა რიგებში ავტომობილის დიდი სისწრაფით შევარდნის შედეგად. ინციდენტი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელიდან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით მოხდა, სადაც გამთენიისას ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ დაახლოებით 150 ადამიანი შეიკრიბა ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.

ავტომობილში მყოფი პირები პოლიციამ დააკავა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზის შესახებ ცნობები თავდაპირველად არ გავრცელებულმა, მაგრამ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხალხში შევარდა მანქანა, რომელსაც უკან პოლიცია მისდევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG