Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, თბილისის „დინამოარენაზე“ უშუალო კონკურენტს - ესპანეთის ნაკრებს აჯობა და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ბორჯღალოსნებსაც და ესპანელებსაც, ამ თამაშამდე ჰქონდათ განაღდებული მსოფლიოს 2023 წლის თასის ფინალური ეტაპის საგზურები. დღევანდელ მატჩს კი მიმდინარე სეზონის უძლიერესი გუნდის ვინაობა უნდა გაერკვია. ამოცანა ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეასრულა, თან საკმაოდ ადვილად, ანგარიშით 49:15.

ქართველთაგან ორ-ორი ლელო გაიტანეს აკა ტაბუცაძემ და ოთარ გიორგაძემ. თითოჯერ გამოიჩინეს თავი მერაბ შარიქაძემ და გიორგი ჭყოიძემ. ვასილ ლობჟანიძემ არეკნით მიითვალა სამი ქულა. თედო ლობჟანიძემ კი ორი საჯარიმო დარტყმა და ხუთი გარდასახვა გამოიყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG