Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასაშუალებებში დასაქმებულ ჟურნალისტებს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. მის მილოცვას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედიასივრცის განვითარებისთვის", - აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, გასული წლის 5 ივლისს, 50-ზე მეტ ჟურნალისტზე სიძულვილის ჯგუფებმა თბილისის ცენტრში იძალადეს. ამ დრომდე ამ ძალადობის ორგანიზატორები დაკავებული არ არიან. იმის გამო, რომ მედიასაშუალებების ნაწილმა 5 ივლისს, დილით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სიძულვილის ჯგუფების წახალისებად აღიქვა, მისი გადადგომის მოთხოვნით ჟურნალისტების ორგანიზებული აქციაც გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG