Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: ევროკავშირი განიხილავს რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებას


ევროკავშირი განიხილავს რუსული ნავთობის შეძენისთვის ემბარგოს დაწესებას. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება ევროკავშირის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედება ამ კვირაში განიხილება ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტისას. სააგენტოს თანახმად, რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვას მოითხოვენ ბალტიისპირეთის ქვეყნები. გერმანია გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებას ეწინააღმდეგება.

24 მარტს, პრეზიდენტი ბაიდენი ბრიუსელში შეხვდება ნატოელ მოკავშირეებს და ევროკავშირის და "დიდი შვიდეულის" ლიდერებს.

რუსულ ნავთობზე უარი უკვე თქვეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG