ჩინეთმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ახალი შემზღუდავი ზომები შემოიღო, რათა გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დიდ კერას.
21 მარტიდან ძილინი - პროვინცია ძილინის სიდიდით მეორე ქალაქი, რომელშიც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - მინიმუმ სამი დღით იქნება ლოკდაუნში, განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
აკრძალვა ნიშნავს, რომ სახლების დატოვების უფლება მხოლოდ მედმუშაკებს ექნებათ.
პროვინციის დედაქალაქ ჩანჩუნის მმართველობამ ერთი დღით ადრე გამოაცხადა, რომ პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს ასევე გაამკაცრებს მინიმუმ სამი დღით. 11 მარტიდან მოკიდებული, ჩანჩუნის 9 მილიონ მოსახლეს მხოლოდ ორ დღეში ერთხელ ეძლევა სურსათის საყიდლად სახლიდან გასვლის უფლება.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთმა 2020 წლის დამდეგს დაწესებული მკაცრი ზომების მეშვეობით მოახერხა კორონავირუსის გავრცელების შეკავება. მაგრამ უკანასკნელ თვეებში ჩინეთში ფართოდ გავრცელდა ვირუსის ვარიანტი „ომიკრონი“.