Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 მარტიდან ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება


28 მარტიდან საქართველოში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამავე გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა სივრცეებში.

"რომ შევაჯამოთ, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, ამ ეტაპზე უქმდება", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მასალა განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG