Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 1053 ახალი შემთხვევაა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 21614 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1053შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2067​​.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

22 მარტის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4.87​%​;
  • ბოლო 7 დღის - 4.78​%​;
  • ბოლო 14 დღის - 7.19​%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 643 295​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 678​ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG