Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში პანდემია დასასრულისკენ მიდის


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პანდემია დასასრულისკენ მიდის და ამის დასტურად ბოლო დღეების განმავლობაში არსებული კოვიდსტატისტიკა მოჰყავს. მინისტრმა პანდემიასთან დაკავშირებით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ-მეთქი რომ ვახსენე, რა დასასრულიო?! - კომენტარი იყო. დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, იმიტომ რომ ჰოსპიტალიზირების რაოდენობა არის შემცირებული, 800-ზე ნაკლები ადამიანი მკურნალობს დღეს. ასევე, სიკვდილიანობას ვხედავთ, რომ ძალიან შემცირებულია - ბოლო ერთ წელში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. აქედან გამომდინარე, ყველა ეს დადებითი ტრენდი შეგვიძლია აღვნიშნოთ თავდაჯერებულად და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს", - თქვა მინისტრმა.

გასულ 24 საათში ჩატარებული 21614 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1053შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 7 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 643 295​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 678​ადამიანი

XS
SM
MD
LG